თერჯოლის რაიონის 100%-იანი გრანტის მფლობელ ოთხ მოსწავლეთა შორის სამი თერჯოლის N1 სკოლის კურსდამთავრებულია
04-09-2017

თერჯოლის რაიონის 100%-იანი გრანტის მფლობელ 4 მოსწავლეთა შორის 3 პირველი სკოლის კურსდამთავრებულია. 

როგორც თერჯოლის N1 სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი აღნიშნავს, N1 სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა რაიონში ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით:

''წელსაც რაიონის 100%-იანი გრანტის მფლობელ 4 მოსწავლეთა შორის 3 თერჯოლის პირველი სკოლის კურსდამთავრებულია: 

1. სოფო ქარქაშაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პოლიტიკის მეცნიერება

2. ანნა მემანიშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პოლიტიკის მეცნიერება

3. ეკა აბულაძე - ილიას ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი

საამაყოა ისიც, რომ თერჯოლის რაიონის აბიტურიენტთა მიერ მოპოვებული გრანტების რაოდენობასთან მიმართებით, თერჯოლის პირველი სკოლის წილი 30%-ია.'' - აღნიშნავს ელისო მურადაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203