გაეზრდებათ თუ არა მასწავლებლებს ხელფასი და სამუშაო საათები ახალი სასწავლო წლიდან?
27-05-2020

როდესაც პანდემიის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება, უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ ახალი კორონავირუსის მეორე ტალღაზე, რომელსაც, სავარაუდოდ, შემოდგომით ელიან. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ვარაუდი, რომ სასწავლო დაწესებულებებს გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ და ეს მხოლოდ ზედმიწევნით დეზინფექციას კი არა, სოციალურ დისტანცირებასაც გულისხმობს. ასეთ დროს,  სავარაუდოდ, საკლასო ოთახში 25 მოსწავლე ვეღარ დაჯდება, დირექციას კლასის გაყოფა მოუწევს, რასაც შედეგად, სკოლების რამდენიმე ცვლაზე გადასვლა მოჰყვება. 

ამ ლოგიკური ჯაჭვიდან გამომდინარე კი, ბუნებრივია, პედაგოგების დატვირთვა გაიზრდება - თუ სკოლა რამდენიმეცვლიანი გახდება, მათ მთელი დღის განმავლობაში მოუწევთ მუშაობა, გაზრდილი სამუშაო საათები კი გაზრდილ ხელფასს ნიშნავს; ყოველ შემთხვევაში, წესით ასე უნდა იყოს და სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ შესაბამის უწყებებთან.

განათლების სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას, რადგან ამჟამად, არც კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი ახალი სასწავლო წლისთვის. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებისთვის ხელფასების მატება არ განიხილება; მაგრამ უნდათ თუ არა, ამ საკითხზე მუშაობა გარკვეულ სტრუქტურებს მაინც მოუწევთ, რადგან პედაგოგების შემთხვევაში, გაზრდილი საათები გაზრდილი ხელფასის პირდაპირპროპორციულია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203