პრემიერ-მინისტრი სკოლების დახურვის მიზეზებს განმარტავს
27-05-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლების დახურვის მიზეზი დაასაბუთა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე მან პარლამენტში ბიუროს სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, მთავარი მიზანი იყო შიდა გადაცემისგან უფროსი თაობის დაცვა. „ვირუსის შიდა გავრცელების შეჩერების მიზნით, ჩვენ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები, შეჩერდა სასწავლო პროცესი. ამას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული აზრი ჩვენთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი ოჯახების, ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახის სტრუქტურისგან. ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან მიეტანათ ოჯახში. ვიცით, რომ ბავშვებს უფრო მარტივად გადააქვთ ეს ვირუსი და ეს უფრო რთული გადასატანი, რომ არ ყოფილიყო უფროსი თაობისთვის, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 2 მარტიდან შეწყდება.