„ათობით ათასი პედაგოგი მუშაობს დისტანციურად, შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ინტერნეტიზაციაზე მთავრობა ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს“
27-05-2020

შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ინტერნეტიზაციის პროცესში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დისტანციურ განათლებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, დისტანციური სწავლება არ არის იდეალური და ამ საკითხმა გამოაჩინა ინტერნეტიზაციის პრობლემა. 

„ჩვენ სამწუხაროდ მოგვიწია განათლების პროცესის შეჩერება. ეს მოხდა 4 მარტს და მოგვიწია სწრაფი გადალაგება.  განათლების სამინისტრომ შეძლო დისტანციური განათლების წესების დანერგვა. ეს მარტივი არ იყო და არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ მზაობის იმ დონეს, რომელიც იყო 4 მარტისთვის და რა გაკეთდა ერთ და ორ თვეში, ეს არის ის, რასაც მე ვეძახი, გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა და განათლების სამინისტრო არის ამის ძალიან კარგი მაგალითი.

განათლების სისტემაში ათობით ათასი პედაგოგი თავის მოსწავლეებთან მუშაობს დისტანციურად. გარდა ამისა შეიქმნა სპეციალური ქართული პროგრამა, რომელზეც ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ატვირთვა და უმნიშვნელოვანესი ტელესკოლა, რომელმაც მეც ბავშვობა გამახსენა. რა თქმა უნდა ტელესკოლის განათლება კლასიკურ აკადემიურ ნაწილში არ იყოს სრულფასოვანი და სრულყოფილი, მაგრამ მას აქვს უფრო მეტი დატვირთვა. ჩვენ ყველას გვესმის რომ ვართ პანდემიის პირობებში და მთავარია, რომ ეს წელი არ გამოცხადდეს აკადემიურად და ის მინიმუმი, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად იყო საჭირო განათლების სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთობლივად შეძლეს. თუმცა აქ გამოჩნდა კიდევ ერთი საკითხი, ქვეყნის ინტერნეტიზაციის ხარისხი და დონე, მიუხედავად იმისა რომ იყო პრობლემები და შეიძლება დაგვიანებული იყოს, მაგრამ ინტერნეტიზაციის პროცესში მთავრობა მიიღებს უაღრესად ეფექტურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203