სკოლებში სამედიცინო კონტროლის სისტემის აღდგენაზე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მუშაობენ - გახარია
27-05-2020

პარლამენტში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარსდგა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია.  

მთავრობის მეთაურს კითხვით მიმართა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმაც. კოვიდმა ახალი გამოწვევის წინაშე დაგვეყენა, რაც სკოლის ექიმის სტანდარტის დახვეწასა და სკოლებში სამედიცინო სერვისის სავალდებულად მოწოდებას გულისხმობს. რას ფიქრობთ ამაზე? - კითხა მარგველაშვილმა გახარიას. 

აღნიშნულ კითხვას პრემიერ-მინისტრმა მოკლედ უპასუხა და აღნიშნა, რომ სკოლებში სამედიცინო კონტროლის სისტემა უნდა არსებობდეს:

„მოგეხსენებათ პირველ სექტემბრამდე სასწავლო პროცესის განახლება გადადებულია და ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ამაზე მუშაობენ. რა ფორმა ექნება ამას, ძველებურად ყველა სკოლაში იქნება სკოლის ექიმი თუ სხვა ფორმა იქნება ეს არ ვიცი და არ არის ჩემი საკითხი. დეტალური ტექნიკური თემაა, მთავრია, რომ სკოლებში სამედიცინო კონტროლის სისტემა უნდა არსებობდეს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203