ჩატარდება თუ არა 2020 წლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდა - როგორია ოფიციალური პასუხი?
29-05-2020

ჩატარდება თუ არა 2020 წლის საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების გამოცდა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც etaloni.ge-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განუცხადა, ინფორმაცია არ აქვთ გამოცდა მიმდინარე ზაფხულს ჩატარდება თუ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის. 

აღსანიშნავია, რომ დირექტორობის მსურველთა გამოცდაზე 2 300-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გამოცდა კი 6 და 7 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირსუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 3 თვე გავიდა, არც განათლების სამინისტროს და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე სამი თვეა სტანდარტული განცხადებაა გამოქვეყნებული:

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირება ჩატარდება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენების დასრულებისთანავე. ტესტირების ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი განთავსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე directors.mes.gov.ge“, - აღნიშნულია საიტზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203