სოფელი ნახუნაო ბჟერის მთების (ესიგუეს და ეცანავეს) ფერდობზეა შეფენილი.
„მთაც ლამაზია,
ბარიც ლამაზი
ცა ფიროსმანის დახატულია“
დიახ, ძლიერ ლამაზია ჩემი სოფელი ნახუნაო. ნიჭიერი საბჭოთა პოეტის ალიო მირცხულავას ზემოთ მოყვანილი სიტყვები მთელ საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ ჩემი სოფელი ხომ ბაღნარად გაშლილი საქართველოს პატარა ნაწილია, რომელიც მე ძლიერ მიყვარს. ეს ჩემი მთების კალთებზე ჩიტის ბუდესავით მიდგმული ისლით დახურული სახლებიანი სოფელი წინათ ფაღავების საბატონო ყოფილა.
მეფის მთავრობა არ ზრუნავდა სწავლა-განათლებაზე და ხალხისგან ითხოვდა მორჩილებას და იმუქრებოდა ჯარით თუ ურჩობას განიზრახავდნენ.
სოფელს საკუთარი სკოლის შენობა არ გააჩნდა. იყო დაქირავებული სახლები ნიკო ცანავას, ათანასე ჩხეტიას და ყარა ჯოჯუას, სადაც მიმდინარეობდა მეცადინეობა მოზრდილი ბავშვებთან, მასწავლებლად ყოფილან ადგილობრივი მკვიდრი სტეფანე ცანავა, პილა ცანავა. მაგრამ ეს სკოლაც დრო და დრო იკეტებოდა სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო.
ღარიბი გლეხობის მწვავე და აუტანელი მდგომარეობას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რის გამოც დიდი უმრავლესობა ახალგაზრდობისა რჩებოდა წერა-კითხვის უცოდინარი.
1900-იანი წლებიდან სწავლა-განათლების საქმეს აღმოუჩნდა მზრუნველი ხელი გაბრიელ ცანავას ხელმძღვანელობით. შეძენილ იქნა სკოლისთვის სამთვლიანი ხის შენობა და დაიდგა თემის ცენტრში. დადგა ნახუნაოს შრომისმოყვარე და ცოდნას მოწყურებული ხალხისთვის სასიხარულო დღე. 1901 წლიდან გაიხსნა დაწყებითი სკოლა.
ინტერესმოკლებული არ იქნება, რომ გავიგოთ ვინ იყო გაბრიელ ცანავა, რომელმაც ესეოდენ დიდი ღვაწლი დადო ჩვენს სოფელს.
გაბრიელი იყო ფაღავების ყოფილი ყმა, აწ გარდაცვლილი ჩვენი რაიონის სასკოლო ინსპექტორის ანტონი ცანავას მამა, რომელსაც ხელის გული ამომწვარი ჰქონდა და როცა ვინმე დაინტერესდებოდა და ჰკითხავდა მიზეზს, ის თურმე ასე დაიწყებდა ამბის გადმოცემას. „პატარა ბიჭი ვიყავი, როცა მშობლებს მომაშორა ბატონმა და თავის მოსამსახურედ წამიყვანა, მენატრებოდა მშობლები და-ძმა, სახლ-კარი, მაგრამ ძალა არ მქონდა, რომ ისინი მენახა.
ერთხელ დილით რაღაც უხასიათოდ გამოღვიძებულმა ბატონმა ფაღავამ გადმომძახა: -ბიჭო ნაკვერჩხალი მომიტანეო ხელისგულით. რა ძალა მქონდა დავიყარე ნაცარი ხელისგულზე და ისე ავუტანე. გადამიყარა და მითხრა მარტო ნაკვერჩხალი დაიდევიო ხელისგულზე. საწყალი თვალებით შევხედე ცრემლები წამოვყარე, მაგრამ მიყვირა. რა მექნა ავიღე ნაკვერჩხალი, ხან ერთ ხელისგულზე დავიდევდი, ხან მეორეზე და ისე საჩქაროთ ავირბინე კიბეებზე და მივუტანე, მაგრამ ხელისგულის დამწვარი ხორცის სუნი ამდიოდა. ბატონმა ჩაიღიმა და მისთვის ჩაილაპარაკა: „აი აწი ექნება გემო ამ ყალიონის მოწევასო“.
გაიარა წლებმა, ბატონი დაავადმყოფდა და მეც წამოვიზარდე. ბატონმა ისურვა წყალტუბოში წასვლა სამკურნალოდ და მეც წამიყვანა, რომ მემსახურა მისთვის. მის მკურნალ ექიმს მოვეწონე და ჩემს ბატონ ფაღავას უთხრა: -ეს ბიჭი მე დამითმეო. რას გააწყობდა ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ როგორც ნივთი ჩემი თავი გაასაჩუქრა. მაგრამ ახალი ბატონი უფრო კარგი გამოდგა. იმ დროსაც ხომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ცხოვრების უკეთ მოწყობის საკითხებზე ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ და არსებული წყობილობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ჯერ აფთიაქში მამუშავა ჭურჭლის მრეცხავად, მერე თანდათან წერა-კითხვა მასწავლა და აი ახლა ფერშლის წოდებით ვარ თქვენთან“.
1901 წლიდან გახსნილ დაწყებით სკოლაში, როგორც სკოლის სასკოლო პასპორტიდნ სჩანს სწავლობდა 53 ბავშვი. განათლების განყოფილება იმყოფებოდა ჯერ ქალაქ ფოთში, შემდეგ სენაკში. სამ ჯგუფთან მუშაობდა ერთი მასწავლებელი. მასწავლებლად მუშაობდნენ: ჯულიეტა ჩიქოვანი, ქსენია თოფურია, სტეფანე ცანავა, ვლადიმერ ქურდიანი. დროთა ვითარებაში ეს სამი თვალი სახლი არ კმაროდა. გაიზარდა რიცხვი წერა-კითხვის შესწავლის მსურველთა. საჭირო შეიქმნა ზრუნვა სკოლის ქსელის გაფართოებისათვის, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სოფლის თავკაცებმა: დიმიტრი სიგუამ, თეოფანე, ესტატე, ივანე, თედორე ჭილაიებმა, ანდრო ჯეჯელავამ, მიხა ჯოჯუამ. ოსტატობდა დანიელი ცანავა უსასყიდლოდ.
90 წლის მოხუცი გიორგი ჭილაია ასე გადმოგვცემს ამ სკოლის მშენებლობის ამბავს. „სოფელი ღარიბი იყო. მთავრობა არავითარ სახსრებს არ გვაძლევდა. საჭიროება მოითხოვდა ოთახების მიშენებას დაწყებით სკოლაზე და სოფლის თავკაცებმა დაიწყეს სოფელში სიარული ვისაც რა შესაძლებლობა ჰქონდა ის უნდა გაეღო სკოლისთვის. ზოგი ძველ ფიცარს, თუ სადმე გააჩნდა გვაძლევდა, ზოგი ხეს გვაჭრევინებდა, რომ მასალად გამოგვეყენებინა, ზოგი საკაკუტე მასალას, ზოგი ყავარს. ვისაც ეს საშუალება არ გააჩნდა გვაძლევდა ქათამს, კვერცხს, ყველს და თიკანს. ჩვენ უფრო ახალგაზრდები დავყვებოდით კალათით და თოკით, რომ წამოგვეღო, რასაც მოგვცემდნენ და მერე პარასკევს ბაზარში უნდა გაგვეყიდა და იმ ფულით სკოლისთვის საჭირო მასალა უნდა გვეყიდა. სოფლის თავკაცების ვაჟკაცური შემართებაზე, მათ ნიჭზე და უნარზე ღაღადებდა ჩვენი წინაპრების ნახელავი ჩვენი სკოლა. სადაც 1921 წლიდან გაიხსნა შვიდწლედი შრომის სკოლა, სადაც მასწავლებლად მუშაობდნენ: კოსტა ჭუბაბრია, იასონი ცანავა, ირაკლი კაკაბაძე, კირილე წივწივაძე და კონდატრე ძიძიგური, რომლებმაც დროთა ვითარებაში მრავალი სახელმოხვეჭილი ადამიანები გამოზარდა: ძმები შალვა ფილმონი, აქვსენტი და იონა სიგუები, ანდრო და სერგო ჭილაიები და სხვა“.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როცა დიდი ყურადღება მიექცა სწავლა-აღზრდის საქმეს გაიზარდა მოსწავლეთა რიცხვი, შეივსო სკოლა ახალი დგამ-ავეჯით, კაბინეტებით, რომლის საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ სოფლის მკვიდრს კონდრატე ძიძიგურს, რომელსაც არა ერთი ნიჭიერი ახალგაზრდასთვის რჩევა-დარიგება მიუცია. ამ სოფელში სწავლობდნენ ბიჭები, რომლებიც ხან შეჯიბრებაზე იმარჯვებდნენ, ხან ბურთით ტეხავდნენ ფანჯარას. ხან პლანერებზე და თვითმფრინავებზე ოცნებობდნენ, ხან ესპანეთში რესპუბლიკელთა დასახმარებლად გაპარვაზე ფიქრობდნენ სერიოზულად, და როცა ამას ვერ მიაღწევდნენ წითელვარსკლავიანი ესპანური ქუდის ყიდვას იხვეწებოდნენ. ეს იყო სწრაფვა სიმაღლისაკენ, მამაცობისაკენ, თავგანწირვისაკენ. მაგრამ როცა სამშობლოს კრიალა ცაზე შავმა ღრუბელმა აფრა გაშალეს, მზეს ბინდისფერი გადაეფარა, ქვეყანა ყორნის ფრთებმა დაჩრდილა, გააფრთებული მტერი ჭექა-ქუხილის რისხვით იმუქრებოდა და სიცოცხლის უკანასკნელ ძალას ხელიდან გვტაცებდა. ისინი წავიდნენ ფრონტზე და მათი უმრავლესობა აღარ დაბრუნებულა უკან სამშობლოში, სკოლაში მხოლოდ მათი გმირული ბრძოლებზე ამბავი მოდიოდა.
ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორმა შემდეგ ინჟინერ-პოლკოვნიკმა ირაკლი ხაინდრავამ დიდი საბრძოლო გზა განვლო. მან გადალახა ჩვენი საზღვარი, გაარღვია მტრის რამდენიმე ძლიერი გამაგრებული თავდაცვითი უბანი, იბრძოდა ჩვენი სამშობლოს დასაცავად და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. დღეს ბუდაპეშტის საძმო საფლავზე, მის საფლავს ყვავილებით ამკობენ ჩვენი ტოლები.
ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორი ივლიანე ჯეჯელავა გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
დამთავრდა დიდი სამამულო ომი. მტერზე ჩვენი გამარჯვებით კვლავ დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრება. 1958 წლიდან ჩვენი სკოლა გადაკეთდა სრულ საშუალო სკოლად და ჩვენი სოფლის ახალგაზრდებს მიეცა საშუალება მიიღონ საშუალო განათლება მის სოფელში.
1963 წელს სკოლამ ზეიმით გააცილა მასწავლებელი კონსტანტინე ძიძიგური, იგი მიდიოდა ჩუმი სევდიანი ღიმილით, მზიანი ოთახი ცივი და ცარიელი მოჩვენა, გახედა იმ კუთხეს, სადაც ჩვეულებრივად მოსწავლეთა რვეულები ჰქონდა დალაგებული, ამიერიდან არც რვეულების გასწორება იყო საჭირო და არც გაკვეთილების მომზადება, თითქოს კვლავინდებურად ცემდა მკერდში დაუბერებელი გული, სიცოცხლეც მისთვის ძველებურად მშვენიერი ხმაურიანი იყო, მაგრამ მაინც გამოეთხოვა თავის სისხლხორცეულ საქმეს. გამოეთხოვა რადგან ეს კანონზომიერი და აუცილებელი იყო. ამჟამად ლენინის ორდენით მკერდ დამშვენებულია. მან ხომ თავისი ნიჭი და უნარი მთელი თავისი ძალ-ღონე მოახმარა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, მისი აღზრდილია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სერგი ჭილაია, რომელმაც ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას გამოუგზავნა თავის ნაწარმოები „ქრონიკა ეკატერინე ჭავჭავაძე“ წარწერით:
„ჩემს ქართული ენის პირველ აკვანს ნახუნაოს სკოლას რომლის მერხებს უკავშირდება აზრისა და გრძნობის სრული გაფურჩქვნა, ჩემი პირველი დამოუკიდებელი ჩამოყალიბება, წიგნების წერა, რეფერატების თუ ლექსის წერაში თეთრად გათენებული ღამეებიც“. [1]
1901 წლიდან 1958 სასწავლო წლამდე სკოლა გაშენებული იყო საჭილაიოს უბნის ტერიტორიაზე, რომელიც ნახუნაოს სოფლის ცენტრიდან დაშორებული იყო 3,5 კმ-ით. 1958-1987 წლებში სკოლა გადაიტანეს 2 კმ-ით ჩრდილოეთით ჩაის პლანტაციის გვერდით. 1987-1990 სასწავლო წლებში სკოლის ტერიტორიაზე მეწყერული მოვლენების განვითარების გამო ნახუნაოს საჯარო სკოლა დროებით გადავიდა ჟორა ცანავას ოჯახში, 1991 წელს ადგილობრივი საკრებულოს ინიციატივით სკოლას გამოუყვეს 1,00 ჰა მიწის ფართობი სოფლის ცენტრში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით აშენეს ფინური ტიპის ფიცრული ნაგებობა, რომელიც 2013 სწ აუქციონის წესით გაიყიდა.
2011 წელის 12 ივლისის საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების N 112/ნ საფუძველზე სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის (საშუალო საფეხური 50 მოსწავლით) და სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წინაკვერკვეს საჯარო სკოლის (საბაზო საფეხური 28 მოსწავლით) რეორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდა სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლად დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის 77 მოსწავლით.
2013 სწ 1 სექტემბერს სკოლას გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მიერ ახალი კეთილმოწყობილი ორსართულიანი კაპიტალური მშენებლობა.
სკოლის დირექტორები:
⋅ 1963-2008 წწ დირექტორი - ლავრენტი ჭილაია-1941-1945 წწ სამამულო ომის ვეტერანი
⋅ 2008-2011 წწ დირექტორი - დოდო სიგუა
⋅ 2011 წლის 12 ივლისიდან - 15 სექტემბრამდე ცირა ქურდიანი
⋅ 2011 წლის 15 სექტემბრიდან სკოლას ხელმძღვანელობს გერასიმე კიკალიშვილი
სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები:
⋅ 1913 გიგო ცანავა
⋅ გასაბჭოების წლები ბარდღა ჭოჭუა
⋅ 1942-1944 სევერიანე ზარქუა
⋅ 1944-1946 ილიკო ჩხეტია
⋅ 1946-1947 წწ მამია ცანავა ბასას ძე
⋅ 1947-1975 წწ გრიშა სიგუა-სამამულო ომის მონაწილე 1941-1947 წწ
⋅ 1975-1988 წწ მამია ცანავა
⋅ 1988-1990 წწ ომარი კირტავა
⋅ 1990-2017 წწ რევაზი ცანავა
⋅ 2017 წლიდან ზაზა ქურდიანი
კოლმეურნეობის თავმჯდომარეები:
⋅ გაერთიანებული თემის (ნახუნაო, წინაკვერკვე და ჭაბურთა) 1930 წლიდან კოლმეურნეობის თავმჯდომარე პარმენი გაგუა
⋅ გუდულა ცანავა
⋅ გრიშა სიგუა
⋅ ხუტა სურმავა
⋅ დინა ბერაია
⋅ ფუხუ ჭოჭუა
⋅ ლევანი კობახიძე
⋅ ჭილაია ივლიანე
⋅ ფაღავა ინდიკო
⋅ ჟორჟი ჭოჭუა
⋅ გოგი სიგუა
⋅ ილუშა ძიძიგური
⋅ ხაჟომია ალიოშა
⋅ ჩხეტია მავლინა
⋅ რეზო ხურცილავა
⋅ გეგეჭკორი გოგი
⋅ ნუგზარი გაგუა
⋅ ზურაბი პირტახია
⋅ თალიკო კირტავა
⋅ 1992 წლამდე სოსო ქურდიანი [2] [3]
სოფელი წინაკვერკვე
სოფელი წინაკვერკვე შედის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საკრებულოს ტერიტორიულ ერთეულში. მარტვილის რაიონულ ცენტრიდან დაშორებულია დაახლოებით 10 კილომეტრით. სოფელი წინაკვერკვე მდებარეობს მარტვილის დასავლეთით. მას ესაზღვრება აღმოსავლეთით ნახუნაოს უბანი და სერგიეთის საკრებულო, სამხრეთით მდ. აბაშა, დასავლთით აბედათი და ჩრდილოეთით ბჟერის მთა და თამაკონი. წინაკვერკვე არის მთაგორიანი ადგილი. შავი ზღვის დონიდან 150 მ-ზე. ზამთარი თბილი, ჰაერის ტემპერატურა -4 - +3, ზაფხული ცხელი ჰაერის ტემპერატურა +25 - +30. ბჟერის მთის მწერვალი 250 მ ზღვის დონიდან.
მოსახლეობა არის 100 კომლი, რიცხოვნობით 255 კაცი. გავრცელებული გვარია ზარქუა და ინჯგია, არის სხვა გვარის წარმომადგენლებიც, კერძოდ: ძიძიგური, გაგუა, სიგუა, კიკალიშვილი და სხვა. ძირითადად მისდევენ მემინდვრეობას (სიმიდნის, ლობიოს და ბოსტნის კულტურების მოყვანას) და მესაქონლეობას (ღორის, ძროხის, ხარის, იშვიათად ცხენისა და კამეჩის მოშენებას), ჰყავთ ფუტკარიც, მრავალწლიანი ნარგავებიდან კი ალუჩის, ხურმის, მსხლის, ატმის და თხილის ნარგავებია გავრცელებული. სოფლიდან გაედინება მოსწავლე ახალგაზრდობა ინფრასტრუქტურისა და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო.
სოფელში არის წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც მოქმედია და წირვა-ლოცვა აღევლინება შაბათ დღეს. ამ ეკლესიის სახელთან არის დაკავშირებული უბნის სახელიც.
წინაკვერკვეს ცენტრალურ ნაწილში ჩამოდის საკმაოდ წყალუხვი მდინარე არჯანია. რომელიც სათავეს იღებს ბჟერის მთებიდან. მდინარეში ბინადრობს ტარანი, წვერა, ლოქო, კიბორჩხალა და სხვა წყლის ბინადარნი, სოფელ აბედათის ტერიტორიაზე ამ მდინარეს ეძახიან ტარჩელს (თევზის ტარანის პატივსაცემად), რომელიც სათავეს იღებს მდ. ისკიას და მდ. არჯანიას შეერთების ადგილიდან, კერძოდ სოფელ წინაკვერკვეს და სოფელ აბედათის საზღვართან ფირცხალავების უბნიდან. მდ. არჯანიას შენაკადები არის მდ. ისკია და მდ. ნოღა. არსებობს მოსაზრება, რომ მდ. არჯანიას სახელი დამახინჯებულია და მისი ნამდვილი სახელია მდ. მარჯანია[i], რაც ნიშნავს ლურჯ წყალს. ძველად თურმე მდინარის სათავე განთქმული იყო როგორც თავის ტკივილის გამაყუჩებელი საშუალება, თუ ვინმეს ასტკივდებოდა თავი მიდიოდნენ მდინარის სათავეში და წყლის გადავლებით თავის ტკივილის იყუჩებდნენ. ამიტომ მკურნალსაც კი ეძახოდნენ თურმე აქაური მცხოვრებნი მდინარეს ძველად.
სოფლის სიღრმეში არის წინაკვერკვეს დაწყებითი სკოლა, რომელიც რეორგანიზირებულია სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლასთან 2011 წლის 12 ივლისიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის N112/ნ ბრძანებით. ეს სკოლა კი დაარსდა 1914 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ალექსანდრე გედენიძეს სახლში და მასწავლებლად მოუწვევიათ სოფელ აბედათის მკვიდრი სევერიანე მიქავა. შემდგომ წლებში უბნის უხუცესებმა ივანე ძიძიგურმა, გიორგი ძიძიგურმა, კოსტა ძიძიგურმა, თეო ძიძიგურმა და დიტო ძიძიგურმა ითავეს უბნის ცენტრში აეშენებინათ სკოლა. ამისთვის კი გზის პირას ზოსიმე ზარქუას ნასახლარზე და გიორგი ძიძიგურის მიწის მცირე მონაკვეთის გაერთიანებით სულ 8200 კვადრატული მეტრი შემოუკავებიათ და აუშენებიათ ამჟამინდელ ტერიტორიაზე ფიცრული ტიპის 2 წლიანი სკოლა (ცნობისთვის: ზოსიმე ზარქუას მიწის სხვა ნაკვეთი დაუკავებია, ხოლო გიორგი ძიძიგურს მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაუცემია). სკოლის გამგედ დაუნიშნავთ სოფელ ნახუნაოს მცხოვრები სევერიანე ცანავა, მასწავლებლად ბილიჩქა ცანავა და გუგუ გაგუა. შემდგომში გახდა 4 წლიანი გამგედ ლიდია სტვილია, 1940 წლებიდან გახდა 8-წლიანი, 1992 წლიდან გადაკეთდა საბაზო საფეხურის საჯარო სკოლად[ii]. დირექტორებად იყვნენ 1958-1983 წლებში ილუშა ძიძიგური, 1983-1990 წლებში აპალონ სიგუა და ბოლოს 1990-2011 წლის 12 ივლისამდე რეორგანიზაციამდე ნელი ცანავა.
პირველი ტიპის 4 წლიანი სკოლა გაურკვეველი მიზეზით დამწვარა და მარტვილის რაიკომის მდივნის ნოდარი ჩხოლორაიას თაოსნობით 1960 წელს ააშენეს ახალი ფინური ტიპის სახლი, რომელიც დღემდე დგას. გაუკეთდა მცირე კაპიტალური რემონტი 2016 წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მიერ, რომელიც საკმარისი არ არის და საჭიროებს მთლიან კაპიტალურ ნაგებობას.
სოფელ წინაკვერკვეს დასავლეთით არის ტყე „ნახარდანი“. სახელი უკავშირდება ვენახის გაშენებას „ხარდანს“. ტყეს ჩამოუდის პატარა რუ ნაღუ.
სოფელში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ფუნქციონირება დაიწყო კოლმეურნეობამ, რომელიც 1930 წელს გაერთიანდა სოფელ ნახუნაოს ი. ბ. სტალინის სახელობის კოლმეურნეობაში. 80-იანი წლებიდან გადაკეთდა ნახუნაოს კოოპერატივად და ფუნქციონირება შეწყვიტა 1992 წელს.
1937 წლის რეპრესიას არც სოფელი გადაურჩა და სოფელში გერმანიიდან დაბრუნებული თარალე ზარქუა, რომელსაც ბიოლოგიის დარგში ჰქონდა უმაღლესი განათლება გერმანიაში მიღებული, დაუკავებიათ, რომლის კვალსაც ოჯახის წევრებმა ვერ მიაკვლიეს.
მეორე მსოფლიო ომში 1941-45 წწ სოფლ წინაკვერკვედან გაუწვევიათ სოფლის ჯან ღონის სავსე პირები ბიქტორ ზარქუა, ვლადიმერ ძიძიგური, მათიკო ფირცხალავა და სხვები.
2017 წელი 4 დეკემბერი [4]
[1] ავტორი ნონა ცანავა. ნახუნაოს საშუალო სკოლის VI კლასი მოსწავლე 1975-1976 სასწავლო წელი.
[2] ავტორი ტარიელ სიგუა, რომელიც მუშაობდა 1970 წლის 4 აპრილიდან 2012 წლის ჩათვლით ნახუნაოს სასოფლო საბჭოში მდივნის თანამდებობაზე.
[3] [4] ავტორი დავითი პირტახია - სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი და საქმეთამწარმოებელი
[i] წყარო ელდარი კანკავა
[ii] ისტორიული წყარო მოწოდებულია ვლადიმერ ძიძიგურისა და ლუბა ზარქუასგან 2008 წელს
სასკოლო საზოგადოება:
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე | ელიკო წულაია |
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე | ზაზა კიტეიშვილი (მშობელი) |
მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარე |
ქეთი სიგუა |
დირექტორის მ.შ. | გერასიმე კიკალიშვილი |
ბუღალტერი | ნაილე ჯანჯღავა |
საქმისმწარმოებელი | დავით პირტახია |
ბიბლიოთეკარი | მაყვალა ფანცულაია |
ადმინისტრატორი | თებია კიკალიშვილი |
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი | არჩილ ცანავა |
ექიმი | ია დანელია |
დარაჯი | ზურაბ სიგუა, რაულ სიგუა, ნუგზარ კარტოზია |
დამლაგებელი | თამილა გელავა, ნინო ზარქუა |
ქართული ენისა და ლიტერატურისა და დაწყებითების კათედრა |
ლიანა ბერია |
მათემატიკისა და ტექნოლოგიის კათედრა | ნუგეში ზარქუა |
საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა | მაყვალა ფანცულაია |
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა | თებია კიკალიშვილი |
სპორტიასა და ესთეთიკის კათედრა | მალხაზ ძიძიგური |
უცხო ენების კათედრა | სოფიკო ცანავა |
N | სახელი და გვარი | თანამდებობა | სტატუსი |
1 | გერასიმე კიკალიშვილი | დირექტორი, პედაგოგი | უფროსი |
2 | ნაილე ჯანჯღავა | ბუღალტერი | |
3 | დავითი პირტახია | საქმისმწარმოებელი, პედაგოგი | უფროსი |
4 | მაყვალა ფანცულაია | ბიბლიოთეკარი, პედაგოგი | უფროსი |
5 | თებია კიკალიშვილი | ადმინისტრატორი, პედაგოგი | უფროსი |
6 | ია დანელია | ექიმი | |
7 | ზურაბი სიგუა | დარაჯი | |
8 | რაულ სიგუა | დარაჯი | |
9 | ნუგზარ კარტოზია | დარაჯი | |
10 | ნინო ზარქუა | დამლაგებელი | |
11 | თამილა გელავა | დამლაგებელი | |
12 | მალხაზი ძიძიგური | პედაგოგი | უფროსი |
13 | ნონა ცანავა | პედაგოგი | უფროსი |
14 | სვეტლანა ქიქავა | პედაგოგი | უფროსი |
15 | რუსუდანი ძიძიგური | პედაგოგი | უფროსი |
16 | დოდო გაბუნია | პედაგოგი | უფროსი |
17 | ელიკო წულაია | პედაგოგი | უფროსი |
18 | ნუგეში ზარქუა | პედაგოგი | უფროსი |
19 | სოფიკო ცანავა | პედაგოგი | უფროსი |
20 | ლეილა ბაძაღუა | პედაგოგი | უფროსი |
21 | მარინა ზარქუა | პედაგოგი | უფროსი |
22 | ლიანა ბერია | პედაგოგი | უფროსი |
23 | ცირა ქურდიანი | პედაგოგი | უფროსი |
24 | თეონა წულაია | პედაგოგი | უფროსი |
25 | ელენე გაბეშია | პედაგოგი | უფროსი |
26 | თამარ თოფურია | პედაგოგი | წამყვანი |
27 | არჩილი ცანავა | პედაგოგი | |
28 | ნინო ქურდიანი | პედაგოგი | |
29 | ვიქტორი ცანავა | პედაგოგი | |
30 | დალი წულაია | პედაგოგი | |
31 | შორენა სიგუა | პედაგოგი | |
32 | სოფიკო ვერულავა | პედაგოგი | |
33 | ნანა კირტავა | პედაგოგი |
მოსწავლის სახელი და გვარი |
კლასი |
მაგდა ზარქუა | 1 |
ელენი ქურდიანი | 1 |
გიორგი ცანავა | 1 |
მართა ფირცხალავა | 1 |
ლიზი ბადალაშვილი | 2 |
ბარბარე ძიძიგური | 2 |
მათე ზარქუა | 2 |
ბარბარე ზარქუა | 2 |
მარიამი კალანდია | 3 |
ბარბარე ცანავა | 3 |
ნია სართანია | 4 |
ქეთი ცანავა | 4 |
საბა ჭილაია | 4 |
მათე ცერცვაძე | 4 |
ეკატერინე ფირცხალავა | 4 |
ილია სიგუა | 5 |
გიორგი ძიძიგური | 5 |
ანრი ჯიჯელავა | 5 |
ავთა სართანია | 5 |
ჯემალ ცხოიძე | 5 |
მარიამი ახალაია | 6 |
გიორგი ჭილაია | 6 |
რომეო სიგუა | 6 |
თიკა ქურდიანი | 7 |
ლუკა ჭილაია | 7 |
ლევანი ფირცხალავა | 7 |
ანა ჯიჯელავა | 8 |
ნინო კახეთელიძე | 8 |
საბა სართანია | 8 |
მარიკა ძიძიგური | 8 |
ლუკა სიგუა | 9 |
ცოტნე ცანავა | 9 |
გიული ფირცხალავა | 9 |
ლაშა სიგუა | 10 |
ლუკა ცანავა | 10 |
გვანცა ცანავა | 11 |
თამრიკო ქობალია | 11 |
ლუკა ზარქუა | 11 |
რიმა კიტეიშვილი | 11 |
ქეთი სიგუა | 11 |
ზაალი კიტეიშვილი | 12 |
ლევან სიგუა | 12 |
ლუკა ჯახუა | 12 |
მარიამ ზარქუა | 12 |
მარიამი ცანავა | 12 |
ნოდარ ზარქუა | 12 |
სალომე სიგუა | 12 |