„სკოლებში სველი წერტილები სერიოზული პრობლემაა“ - რა დაევალა განათლების სამინისტროს სექტემბრამდე?
29-05-2020

„სკოლებში სველი წერტილები სერიოზული პრობლემაა. განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სკოლებში ნორმალური სველი წერტილები იყოს სექტემბრისთვის“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მან ამ კომენტარით ოპოზიციის შეკითხვას უპასუხა.

„ბატონმა ჭიაბერაშვილმა ბრძანა სველ წერტილებზე სკოლებში და მართალი ბრძანდებით. ეს სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან ყველა სკოლაში, ნორმალური სველი წერტილი რომ იყოს სექტემბრისთვის. აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, სტატისტიკასაც მოგაწვდით ახალი სკოლა რამდენი შენდება და კაპიტალური რემონტი რამდენს უტარდება“, - აღნიშნა გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203