განათლების მინისტრის ბრძანებით კანონში ცვლილებები შევიდა - პროფესიული ტესტირება ალტერნატიული წესით ჩატარდება?
31-05-2020

პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებაში ცვლილებები შევიდა. ბრძანებას ხელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს. 

ბრძანებაში, ტერმინის - პროფესიული ტესტირება, განმატრების მიხედვით, პროფესიული ტესტირება შესაძლოა ალტერნატიული წესით ჩატარდეს, ასევე, დაწესებულებამ ჩაატაროს კონკურსი ან შერჩევა:

ა) პროფესიული ტესტირება − ამ დებულებით დადგენილი წესით სსიპ − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ ორგანიზებული ტესტირება (შემდგომში − ტესტირება), ტესტირების ალტერნატიული წესით ჩატარება, ასევე დაწესებულების მიერ ჩატარებული კონკურსი ან შერჩევა;

ბ) აპლიკანტი − პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, აკმაყოფილებს პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე პროფესიის სტანდარტით/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ დაშვების წინაპირობებს, პროფესიულ ტესტირებაზე გასვლის მიზნებისათვის დარეგისტრირებულია ამ დებულებით დადგენილი წესით და სწავლის გაგრძელებას აპირებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე;“;

გარდა ტერმინებისა, დოკუმენტში განსაზღვრულია არაქართულენოვანი აპლიკანტებისთვის ტესტირების რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე ჩატარება და ხელოვნების/სპორტის/ტურიზმის და მასობრივი კომუნიკაციის/ჟურნალისტიკის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კონკურსის გავლის თავისებურებანი. 

იხილეთ ბრძანება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203