რომელი პროგრამა უნდა აირჩიოთ, რომ სრული ზოგადი განათლების ატესტატიც აიღოთ? - კოლეჯებისა და პროგრამების ჩამონათვალი
13-06-2020

პირველად, წელს ცხრა კლასის განათლების მქონე პირები შეძლებენ სწავლა განაგრძონ ინტეგრირებულ პროგრამებზე და დიპლომთან ერთად სრული ზოგადი განათლების ატესტატი აიღონ.

აღსანიშნავია, რომ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის დაწყების მსურველთა რეგისტრაცია  20 მაისს დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. გამოცდები სექტემბერში დაინიშნება.

პროგრამებზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები წელს 8 კოლეჯი სთავაზობს აპლიკანტებს. პროგრამების ჩამონათვალი კი შემდეგია: კომპიუტერული ქსელები და სისტემები, სასტუმრო მომსახურება, გრაფიკული დიზაინის შესრულება, მეტყევეობა, ვებტექნოლოგიები, დეკორატიული მებაღეობა და სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.

Etaloni.ge გთავაზობთ კოლეჯების მიხედვით იმ პროგრამების ჩამონათვალს, რომელებიც აღნიშნულ შესაძლებლობას იძლევიან:

1. ახალი ტალღა (ქობულეთი) - კომპიუტერული ქსელები და სისტემები;

2. სსიპ კოლეჯი „ფაზისი"  (ფოთი) - კომპიუტერული ქსელები და სისტემები; სასტუმრო მომსახურება;

3. სსიპ კოლეჯი „მერმისი" (თბილისი) - ვებტექნოლოგიები;

4. სსიპ გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი - გრაფიკული დიზაინის შესრულება;

5. აისი" ( ლაგოდეხი) - მეტყევეობა;

6. აისი" ( კაჭრეთი) - მეტყევეობა;

7. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი (თბილისი) - სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა;

8. ზუგდიდის უნივერსიტეტი - დეკორატიული  მებაღეობა.

აღსანიშნავია, რომ ეს კოლეჯები უკვე ემზადებიან სხვა დამატებით პროგრამებზე ავტორიზაციის მოსაპოვებლად, რომლებზეც ასევე  წელს მიიღებენ სტუდენტებს. ავტორიზაციის პროცესშია სხვა კოლეჯების განაცხადებიც. შესაბამისად, vet.emis.ge -ზე ეტაპობრივად, აგვისტომდე დაემატება ახალი ინტეგრირებული პროგრამები და გამოცხადდება მსურველთა რეგისტრაცია. 

იხილეთ ასევე: განათლების მინისტრის ბრძანებით კანონში ცვლილებები შევიდა - პროფესიული ტესტირება ალტერნატიული წესით ჩატარდება?

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია 10 აგვისტოს დასრულდება - წელს პირველად, 9 კლასდამთავრებულები სწავლას 10 კოლეჯში შეძლებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203