„ეროვნული გამოცდების გადადება ივნისში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული“ - რა ელის აბიტურიენტს, ვისაც 37 გრადუსი დაუფიქსირდება?
01-06-2020

ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს კარს მოადგათ და ბუნებრივია, საინტერესოა, რა ფორმატითა და რა რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად, სპეციალისტების ჯგუფი ამ საკითხებზე მუშაობს და ივნისის შუა რიცხვეში ყველა დეტალი უკვე ცნობილი იქნება.

„ჩვენთან ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ რეკომენდაციებზე - როგორი უნდა იყოს. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება. გამოცდების გადადება დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.  

რაც შეეხება თერმოსკრინინგის საკითხს, ამირან გამყრელიძის განმარტებით, „მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203