საჭიროა თუ არა მასწავლებელთა ან ეროვნულ გამოცდებზე სათვალის შესატანად დამატებითი ცნობის წარდგენა - „ნაეკი“ გპასუხობთ
02-06-2020

2020 წლის მასწავლებელთა და ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, აპლიკანტები სულ უფრო მეტ დეტალს აზუსტებენ. მათ შორის ისეთი მარტივი კითხვაც დაისვა, როგორიც არის - არსებობს თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვა გამოცდაზე სათვალის შეტანისას და ასეთ შემთხვევაში, ხომ არ არის საჭირო დამატებითი საბუთის, ჯანმრთელობის ცნობის ან ექიმის დასკვნის წარდგენა?.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საინტერესოა მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დარეგისტრირებული პირები ინტერესდებიან. ამიტომ, etaloni.ge გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხს მხედველობის სათვალეებით გამოცდაზე დაშვების შესახებ:

„სათვალით გამოცდაზე შესვლა დაშვებულია და არანაირი საბუთის წარმოდგენა საჭირო არ არის“, - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.

აქვე შეგახსენებთ, რომ აპლიკანტებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ცნობის ე.წ. ფორმა 100-ის წარდგენა 1 ივნისის ჩათვლით შეეძლოთ.

იხილეთ ასევე: ვინ უნდა წარადგინოს გამოცდაზე რეგისტრაციის შემდეგ ფორმა №100 შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203