აპლიკაციები, რომლებითაც ბავშვებს ინტერნეტში შეზღუდვებს დაუწესებთ და 7 რჩევა, რომლებიც თქვენს შვილებს კიბერბულინგისგან დაიცავს
14-06-2020

სოციალური ქსელები, აპლიკაციები, ონლაინ-თამაშები თუ სხვადასხვა პლატფორმა თანამედროვე რეალობაში გართობისა და კომუნიკაციის ფართოდ გავრცელებული საშუალებებია. სამწუხაროდ, მათ გამოყენებას თან ახლავს  გარკვეული საფრთხეებიც. ერთ-ერთია კიბერბულინგი, რომლის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ინტერნეტ-მომხმარებელი აღმოჩნდეს, განსაკუთრებული საფრთხის წინაშე კი არასრულწლოვნები არიან.

ბავშვები სულ უფრო მეტად იყენებენ ონლაინ-რესურსებს და არასრულწლოვანთა მიერ ინტერნეტის გამოყენების საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. არასრულწლოვნებში ონლაინ-პლატფორმების, როგორიცაა Facebook, Instagram, YouTube, TikTok, Snapchat, Whatsapp, პოპულარობა ინტერნეტში მათი პერსონალური მონაცემების დიდი მოცულობით დაგროვებას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი ზრდის მონაცემთა არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ინტერნეტის მომხმარებელ არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ასევე, ხელს უწყობს არასრულწლოვანთა შორის კიბერბულინგს.

იმისთვის რომ მშობლებს, გაუმარტივდეთ თავიანთი შვილების კიბერბულინგისგან დაცვა, რომელიც ონლაინ სივრცეში განხორციელებულ ისეთ ქმედებებს მოიცავს, როგორიცაა შევიწროება, შეურაცხყოფა, დამცირება, პერსონალური ინფორმაციის იდენტობის მოპარვა, გთავაზობთ  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შემუშავებულ რეკომენაციებს.

  • აკონტროლეთ არასრულწლოვნების ინტერნეტ აქტივობები;
  • არასრულწლოვნის სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე ან აპლიკაციის გამოყენებამდე გაეცანით მისი კონფიდენციალობის პირობებს;
  • შეამოწმეთ მათი მონაცემების უსაფრთხოების პირველადი პარამეტრები და დააყენეთ ისინი სასურველ დონეზე;
  • მიეცით რჩევები მათი უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ და განუმარტეთ ინტერნეტში მათ შესახებ ინფორმაციის განთავსების საფრთხეები;
  • გააფრთხილეთ ბავშვები, არ გაუზიარონ პაროლი მესამე პირებს, (მათ შორის, არც ახლო მეგობრებს), წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუყონებლივ შეცვალონ იგი;
  • სხვისი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებისას არ მონიშნონ მომხმარებლის/პაროლის დამახსოვრების ველი;
  • სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია ელექტრონულ მოწყობილობებზე ბავშვებს დაუწესოთ ძირითადი ციფრული წესები, გაუწიოთ მეგზურობა სასარგებლო კონტენტისკენ, თვალი ადევნოთ მის ეკრანთან გატარებულ დროსა და დაუწესოთ (აპლიკაციების გამოყენების, ვებგვერდებზე წვდომის და ინტერნეტ სივრცეში აქტივობების) შეზღუდვები. მაგალითად:

    Android-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Google Family Link და Google parental control, families.google.com/intl/ka/familylink/, support.google.com/googleplay/answer/1075738?hl=en;

    iOS-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისათვის Guided Access და Parental Control - support.apple.com/en-us/HT202612, support.apple.com/en-us/HT201304;

    Windows-ის სისტემის ელექტრონული მოწყობილობებისთვის:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203