„ვირტუალური მოგზაურობა „ოქროს კვეთის“ სამყაროში“ - ახალციხის N5 სკოლის მათემატიკის პედაგოგების ხელმძღვანელობით ონლაინ ღონისძიება გაიმართა
03-06-2020

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრის პედაგოგების: ნანა დათაშვილის, ნაზი ჯინჭველაძის, მაია მამულაშვილის, დიანა ზუმბაძის, მაკა აზირაშვილისა და ირინა მელიქიძის ხელმძღვანელობით Microsoft Teams-ში გაიმართა ვირტუალური მოგზაურობა „ოქროს კვეთის“ სამყაროში.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი - ნანა დათაშვილი. ვირტუალურ ტურს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები - ინგა ვარდიძე, ზოია ბალიაშვილი, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები.

ღონისძიების მიზანი იყო მათემატიკისა და „ოქროს კვეთის“ კავშირის წარმოჩენა, საზოგადოებისათვის აღნიშნული საკითხის გაცნობა, დაინტერესება.
ღონისძიებას უძღვებოდა ნ.დათაშვილი, Sway-ში მომზადებული პრეზენტაციის თანხლებით. „მოგზაურობის“ დასაწყისში სტუმრებმა დაათვალიერეს ღონისძიებისთვის საგანგებოდ შექმნილი „ოქროს კვეთის“ ვირტუალური საგამოფენო დარბაზი.
„მოგზაურობა“ გაიმართა შემდეგი მიმართულებებით:
„ოქროს კვეთის ისტორია“-პრზენტატორი: ლია აბულაძე (X კლასი);
„ოქროს კვეთასთან“ დაკავშირებული ამოცანების განხილვა - პრეზენტატორი: მარიამ ზედგინიძე (IX კლასი);
„ოქროს კვეთა“ და სიმეტრია - პრეზენტატორი: კოტე ლეკიშვილი (IX ლასი);
„ოქროს კვეთა“ ბუნებაში - პრეზენტატორი: პავლე საანიშვილი (IX კლასი);
„ოქროს კვეთა“ გეოგრაფიაში - პრეზენტატორი: სალომე ნებაძე (X კლასი);
„ოქროს კვეთა“ პოეზიასა და მუსიკაში - პრეზენტატორი: დავით ნასყიდაშვილი (IX კლასი);
„ოქროს კვეთა“ და ადამიანი - პრეზენტატორი: მარიამ ბერიძე (X კლასი);
„ოქროს კვეთა“ ხელოვნებაში - პრეზენტატორი: ნინო ჯვარიძე (IX კლასი);
„ოქროს კვეთა“ არქიტექტურაში - პრეზენტატორი: ნელი პარუნაშვილი (IX კლასი);
„ოქროს კვეთა“ და თანამედროვეობა - პრეზენტატორი: ავთანდილ ჯინიუზაშვილი (IX კლასი);

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი საინტერესო პრეზენტაციების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელმა ნაზი ჯინჭველაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება „ოქროს კვეთის“ პროპორციასთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო ფაქტებზე გაამახვილა, რამაც მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ამის შემდეგ, ნანა დათაშვილმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ სხვადასხვა პროგრამის საშუალებით შექმნილი ელექტრონული რესურსები, მათ შორის, ერთ-ერთით - დღევანდელი რეალობის ამსახველი ანიმაციური ფილმით - „სწავლა-სწავლება სოციალური დისტანციის პირობებში“, დასრულდა ვირტუალური ტური. როგორც წარმოდგენილმა ელექტრონულმა რესურსებმა, ასევე, ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. სიტყვაში გამოვიდნენ მათემატიკის მასწავლებლები. სკოლის ხელმძღვანელობამ, დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ღონისძიება.
საფინალო აკორდი კი მონაწილე მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოება იყო. მათ ინგა ვარდიძემ ელექტრონული სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203