როდის მოუწევთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოების დაბრუნება?
11-06-2020

არდადეგები ისე იწყება, სკოლებში სწავლა არ აღდგება - ეს სიახლე აღარაა, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ საინტერესოა, როგორ უნდა დააბრუნონ ბავშვებმა სახელმძღვანელოები?

როგორ etaloni.ge- გაარკვია, მოსწავლეები წიგნებს შემოდგომით დააბრუნებენ, როდესაც სკოლაში მისვლა მოუწევთ. თუმცა არანაკლებ საინტერესოა, რა დახვდებათ მერხებზე მაშინ, როდესაც ზედაპირის დეზინფექცია კვლავ აქტუალური იქნება. რამდენად უსაფრთხო აღმოჩნდება მოსწავლეთა სახელმძღვანელოები, ამაზე კონკრეტულად ჯერ არავინ საუბრობს და ისიც ფაქტია, კომპეტენტური ადამიანები მომავალი თაობის უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავენ, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად გაუძლებს დეზინფექციას წიგნები, რომლებიც ისედაც მარტივად ზიანდებოდა. 

ასე რომ, ვნახოთ, როდესაც მოსწავლეები სახელმძღვანელოებს დააბრუნებენ, რა დახვდებათ მერხებზე - საქართველოში, წიგნებსაც „შემოდგომით ითვლიან“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203