„როგორი იქნება სექტემბერი ბავშვებისთვის, აგვისტოში აუცილებლად გვეცოდინება“ - ჯადაცვის მინისტრი სკოლებში უსაფრთხოების დაცვაზე
03-06-2020

ამ ეტაპზე ვმუშაობთ, როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად შესამუშავებელ რეკომენდაციებზე, ჯანდაცვის ექსპერტების გარდა, ფსიქოლოგებიც მუშაობენ, რადგან ქართული კულტურის ქცევის ბავშვებისთვის ადვილად შესასრულებელი წესები შემუშავდეს. 

„გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ სკოლას წარმატებით აქვს  აწყობილი ონლაინ პრაქტიკა, ეს არის ერთ-ერთი ოფცია. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ადგილზე მიღებული განათლება ხარისხობრივად ბევრად უკეთესი. ჩვენ ტალღის განმეორების მიუხედავად, ვჯერდებით, როგორი შეიძლება იყოს მოწყობა, რომ ჩვენი ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ სკოლაში. განვიხილავთ არაერთ ვერსიას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობა, რომ მივცეთ სრული ინფორმაცია, როგორ უნდა იყოს კოვიდის პირობებში დაცული  ბავშვები და მათი ოჯახის წევრები, არამედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგების ჩართულობა, იმისთვის, რომ სწორად გავთვალოთ ბავშვების ქცევა და ის რეგულაცია, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ, ქართული კულტურის ბავშვებისთვის ადვილად აღსასრულებელი იყოს, რაც მათ დაცვასაც უზრუნველყოფს. ჯერჯერობით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენსა და განათლების სამინისტროს შორის. ამ ეტაპზე ვმუშაობთ, როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორი იქნება სექტემბერი ჩვენი ბავშვებისთვის. ეს აგვისტოში აუცილებლად გვეცოდინება“ , - განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203