90 დღის განმავლობაში მოსწავლის სკოლაში არ გამოცხადებასთან დაკავშირებით მომავალი წლისთვის საჯარო სკოლებში დაინერგება რეაგირების მექანიზმები, რომელიც განსხვავებული იქნება გაცდენათა რაოდენობის სხვადასხვა ეტაპზე - სიახლეზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში განაცხადა.
დღეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაზე, ნინო ლომჯარიას შენიშვნებს, ეკატერინე დგებუაძე პასუხობდა.
„ერთი საკითხი გახლდათ 90 დღის განმავლობაში მოსწავლის სკოლაში არ გამოცხადების შემთხვევაში რეაგირების მექანიზმის შემუშავება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახალი ინდიკატორები გავწერეთ და ახალი სასწავლო წლისთვის გვინდა შევძლოთ რეაგირება. მაგალითად, როდესაც ამ 90 დღის 10%-ს აცდენს მოსწავლე, რას აკეთებს სისტემა, ასევე 20-40% გაცდენის შემთხვევაში რას ვაკეთებთ, რადგან უფრო მეტი ჩარევა მოხდეს, ნახვა და გამოვლენა პრობლემებისა და სირთულეების რომელიც არსებობს. მოსწავლესთან მიმართებაში ეს შეიძლება იყოს ოჯახური პრობლემები, ოჯახური ძალადობის და ა.შ.“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
იხილეთ ასევე: „განათლების სამინისტროსთვის მიცემული 36 დავალებიდან 21 შეუსრულებელია“ - რა არ გაითვალისწინა და რას პასუხობს უწყება ომბუდსმენს?