დისტანციურ სწავლებაში 56 327 პედაგოგი ჩაერთო - მთავრობის ანგარიში
04-06-2020
დისტანციური სწავლების პროცესში 56 327 პედაგოგი იყო ჩართული იყო - მონაცემები COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია მოცემული.
„ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში 4 მარტიდან შეჩერდა სასწავლო პროცესი, დაიწყო მზადება ონლაინ სწავლების ფორმატზე გადასასვლელად - საქართველოს საჯარო სკოლებისთვის შეიქმნა Microsoft Office 365 პლატფორმის მომხმარებლის პროფილები (528 327 მოსწავლე და 52 124 მასწავლებელი) და 14 მარტიდან დაიწყო სწავლების დისტანციურ რეჟიმში ამოქმედება, ხოლო 30 მარტიდან სასწავლო პროცესი სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. დისტანციური სწავლების პროცესში სულ ჩართული იყო 56 327 პედაგოგი“, - აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საჯარო და კერძო სკოლაში 63 780 მასწავლებელი იყო.