რა და რატომ უნდა აღრიცხოს მასწავლებელმა ინდივიდუალურად? - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
05-06-2020
მასწავლებელს არა-ს დაწერის ვალდებულება არ აქვს, თუმცა ინდივიდუალურად უნდა აღრიცხოს შეფასებები - აღნიშნულს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანება ითვალისწინებს. 

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებას დაემატა მე-4 პუნქტი. ცვლილების თანახმად:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან. მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნული მიმდინარე შეფასებები სემესტრული/წლიური/საბოლოო შეფასებების გამოყვანის მიზნით სასწავლო წლის ბოლოს გადაიტანოს ჟურნალში.

ცვლილება ვრცელდება 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203