როდის შეაფასებს სკოლა შემაჯამებელ დავალებებს? - მოსწავლეებმა ნიშნის ამაღლებისთვის განცხადება 30 ივნისის ჩათვლით უნდა შეიტანონ
წლიური ქულის ამაღლებისთვის მოსწავლემ, მისმა მშობელმა ან კანონიერი წარმომადგენელმა სკოლის ადმინისტრაციას 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა მიმართოს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების მიხედვით, მოსწავლეს (გარდა XII კლასის მოსწავლისა), რომელსაც კონკრეტული კლასის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) აქვს 5.0 ან მეტი და მიღებული, თუმცა სურვილი აქვს აიმაღლოს წლიური შეფასება:
მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი
2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს;
აღნიშნული მიმართვის შემდგომ სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში;
ბრძანების მიხედვით, მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე;ხოლო, მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).
იხილეთ ასევე: რა და რატომ უნდა აღრიცხოს მასწავლებელმა ინდივიდუალურად? - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდაგანათლების მინისტრის ახალი ბრძანება მასწავლებლის საათების განაწილებისა და ანაზღაურების შესახებ - დისტანციური სწავლება