ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღისა და რეკომენდაციების გამოცხადების დროს განათლების მინისტრის მოადგილე ასახელებს
06-06-2020

ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩატარების თარიღი და კონკრეტული რეკომენდაციები მომავალ კვირაში გამოცხადდება - აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა განაცხადა.

„როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირაში გავაკეთებთ და აქვე დავძენ, რომ ეს არ გახლავთ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა წლევანდელ წელს. თარიღის გამოცხადება ყოველ წელს ივნისის შუა რიცხვებში ხდებოდა შარშანაც, გამოცდის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია ივნისის მეორე კვირაში გაცხადდა. ამიტომ ამ თვალსაზრისით ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს, როგორც დაგეგმილი იყო და მომდევნო კვირაში ჩვენ გვექნება საშუალება ოფიციალურად გამოვაცხადოთ ინფორმაცია თარიღთან დაკავშირებით“, - განაცხადა ქიტიაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აღნიშნა, რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს და რამდენიმე სცენარს განიხილავს.

„საუბარია დისტანციების დაცვაზე, მინის ბარიერებზე და ა.შ. თუმცა კონკრეტულად გამიჭირდება რაიმეს თქმა. ამ ნაწილშიც ბევრნაირ სცენარზე მიდის მუშაობა და ვფიქრობ მაშინ როცა ოფიციალურად მოხდება თარიღის გამოცხადება, ასევე გამოცხადდება და დაკონკრეტდება და დაზუსტდება კონკრეტული რეკომენდაციები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203