განათლების სამინისტროს დაფინანსება 127 705.2 ლარით მცირდება
09-06-2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 127 705.2 ლარით მცირდება. აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

„შემცირება კულტურის ნაწილშიც არის და სპორტის ნაწილშიც“ - დასძინა კაკაურიძემ. 

აღნიშნული თანხიდან, მიმდინარე ხარჯების ნაწილი შემცირებულია 89,6 მლნ ლარი, ხოლო კაპიტალური ხარჯები 38,1 მლნ ლარი. 

უფრო კონკრეტულად, ძირითადი პროგრამების მიხედვით მცირდება:

✓სკოლამდელი და ზოგადი განათლება -20,4 მლნ ლარი;
✓პროფესიული განათლება -6,3 მლნ ლარი;
✓უმაღლესი განათლება -3,0 მლნ ლარით;
✓მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა -3,9მლნ ლარით;
✓ინფრასტრუქტურის განვითარება-17,6 მლნ ლარით;
✓კულტურის დაფინანსება-20,7 მლნ ლარით;
✓სპორტის დაფინანსება -53,3 მლნ ლარით;
✓სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები -2,5 მლნ ლარით;

განათლების ხარჯების შემცირება, პანდემიის გამო, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებებში მოხვდა. დოკუმენტის მიხედვით, დაფინანსება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შეუმცირდებათ. საერთო ჯამში კი პირველადი მიმდინარე ხარჯები 199,6 მლნ ლარით, კაპიტალური ხარჯები კი 347,5 მლნ ლარით მცირდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203