შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი გამოაქვეყნა.
იხილეთ 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:
1 აგვისტო (პირველი სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
2 აგვისტო (პირველი სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;
3 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
4 აგვისტო (პირველი და მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად (პირველი სესია) ჩატარდება.
გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთია.
2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია 3600-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.
თუ ტესტირების შედეგად სტუდენტმა ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და რჩება უფლება, ყოველ მომდევნო წელს თავიდან დარეგისტრირდეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე.