როგორ გამოითვლება წლიური ნიშანი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2020 წელს ექსტერნის ფორმით დაძლიეს კლასი?!
16-06-2020

2019-2020 სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს დამთავრდა. შესაბამისად, ახლა აქტუალური გახდა ნიშნების გამოყვანის თემა. დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს ნიშნის გამოყვანის რამდენიმე გზა შესთავაზა და კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცა.

Etaloni.ge გთავაზობთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებას, რომლითაც განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა დაწეროს მასწავლებელმა ნიშანი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ექსტერნის ფორმით დაძლიეს კლასი.

„მოსწავლეებმა, რომლებმაც 2020 წელს ექსტერნატის ფორმით დაძლიეს კლასი და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრიდან ჩაირიცხნენ მომდევნო კლასში, ასევე იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც შეჩერებული სტატუსი აღიდგინეს II სემესტრიდან და არ აქვთ პირველი სემესტრის შეფასება, ყველა საგანში მიმდინარე დისტანციური სწავლების ფარგლებში უნდა შეასრულონ მინიმუმ ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალება, რომლის განმსაზღვრელი შეფასება წარმოადგენს წლიურ შეფასებას“, - აღნიშნულია ბრძანებაში.

იხილეთ ასევე: წლიური ნიშნის დაწერის სქემა იცვლება - მინისტრი დეტალურად ხსნის, როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203