დაფასების გაუფასურება - სერთიფიკატების ცნობილი მფლობელები სააქაოდან და საიქიოდან
12-06-2020
Etaloni.ge-ს თემას სერთიფიკატებმა რა ჰქმნა ანუ სამი „დაკოპირების“ ეფექტი დიდი გამოხმაურება მოჰყვა - სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარის თუ პირადად ჩვენთვის მოწერილის სახით. არაერთი მადლობა მივიღეთ მრავალი პედაგოგის, მშობელის თუ მოსწავლის სათქმელის ზუსტად გადმოცემისათვის. და როგორც სტატიაშივე აღვნიშნავდით, უმრავლესობისათვის სწორედ ჩვენი საშუალებით გამხდარა ცნობილი, რომ აღნიშნული სერთიფიკატები არა განათლების სამინისტროს, არამედ არსაიდან უცებ აღმოცენებული კერძო ინიციატივაა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა ჩვენთან მიმოწერაში ისიც კი იკითხა: ხომ არ არის ეს განათლების სამინისტროს წარმატებული პროექტის, ტელესკოლის მიმართ მიზანმიმართული პროვოკაცია - სახელის მიმგვანება და ამ დიდი შრომის გაუფასურება ?

ერთ-ერთმა მოსწავლემ კი იმ სახალისო წამოწყების შესახებ მოგვწერა, რომელიც ამ „სერთიფიკატომანიის“ შთაგონებით გაჩნდა: ვინაიდან აღნიშნულ საიტზე დარეგისტრირება, დისტანციური სწავლების წარმატებით დასრულება და სერთიფიკატის მოპოვება 3–4 წუთში ნებსმიერს შეუძლია, ამიტომაც ჩვენ თავისი წარმატების სერთიფიკატები სიამოვნებით გაგვიზიარეს როგორც „მოსწავლეებმა“, ასევე „პედაგოგებმა“ – ჩარლი ჩაპლინმა, ჯონ ლენონმა, მერლინ მონრომ, ილია ჭავჭავაძემ და სხვებმა. როგორც აღმოჩნდა, მათ წარმატებით დაძლიეს დისტანციური სწავლების წამოწყება და სერთიფიკატებიც კი დაიმსახურეს... და ვინ იქნება შემდეგი...



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203