გამოცდები პირბადის გარეშე - პეტიციას უკვე ათასამდე ხელმომწერი ჰყავს
12-06-2020


ერთიანი ეროვნული გამოცდების პირბადეების გარეშე ჩაბარების მოთხოვნით აბიტურიენტებმა პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე 1000-მდე ხელმომწერი ჰყავს.

„ყველას მოგეხსენებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის შესახებ. 9 ივნისის ოფიციალური განცხადების თანახმად აბიტურიენტებს მოუწევთ გამოცდების პირბადით ჩაბარება, რაც უბრალო დისკომფორტზე მეტია. გაუსაძლისია სიცხეში პირბადით გამოცდის წერა, რადგან ჟანგბადის ნაკლებობის გამო ტვინს უძნელდება ფიქრი და აზროვნება. აბიტურიენტების თხოვნაა წესების შეცვლა, რაც გულისხმობს უშუალოდ გამოცდის წერის დროს პირბადის მოხსნას. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ პროტოკოლით განსაზღვრული წესები და ვატაროთ პირბადე ყველა იმ საჭირო პროცედურის განმავლობაში, რომლებიც გამოცდებს თან ახლავს.(რეგისტრაციისა და ოთახებში შესვლის დროს პირბადე გვექნება. მოვიხსნით მხოლოდ წერის დროს.) ყველას გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი და მოაწეროთ ხელი ჩვენს პეტიციას“, - აღნიშნულია პეტიციაში.

ცნობისთვის, კორონავირუსისი გავრცელების პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტორლის ეროვნულმა ცენტრმა განათლების სამინისტროსთან ერთად გამოცდების პერიოდში რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც გამოცდების მიმდინარეობისას პირბადის გამოყენება აუცილებელია,ხოლო კონციდიონერი მხოლოდ გამოცდის დაწყებამდე იქნება ჩართული.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

იხილეთ ასევე: რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს და ცენტრის თანამშრომლებს? - ეროვნული გამოცდების ყველა რეკომენდაცია დეტალურად

განათლების მინისტრის მოადგილის გაფრთხილება აბიტურიენტებს - ნუნუ მიცკევიჩი საგამოცდო რეკომენდაციებზე განმარტებას აკეთებს

რა შემთხვევაში არ დაიშვება აბიტურიენტი გამოცდაზე?
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203