ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტშიც გამოეხმაურნენ.
„ვიცით, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პირბადის ტარება არ იქნება კომფორტული“, - აღნიშნა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკის და გამოცდილების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებაა.
„აბიტურიენტებთან მიმართებაში იყო ასევე შეკითხვა, თუ როგორ მოუწევთ ერთიანი ეროვნულ გამოცდები ჩაბარება და რა თქმა უნდა, აუცილებელია დისტანციის დაცვა. ისიც ვიცით, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პირბადის ტარება არ იქნება კომფორტული, მაგრამ გადაწყვეტილება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით იყო მიღებული, ამ მხრივ მთავრობა მუშაობს ექსპერტებთან ერთად. ჩვენ შევქმნით გარემოს, რათა აბიტურიენტებმა მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში შეძლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.