როდემდე უნდა მიმართოთ სკოლას ნიშნის ამაღლების მოთხოვნით? - ინფორმაცია მათთვის, ვინც მე-9 კლასიდან გასვლას გეგმავს
15-06-2020

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიუხედავად 2019-2020 სასწავლო წელი ტრადიციულად ივნისის შუა რიცხვებში სრულდება. ოფიციალურად სწავლა 15 ივნისის დისტანციურად დასრულდება და საბოლოო ნიშნებიც დაიწერება.

როგორც უკვე ვიცით განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას სკოლებს შეფასების ალტერნატიული მეთოდებიც შესთავაზა, რომელიც უკვე ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც აისახა.

ამასთან, დეტალურად გაიწერა, საბოლოო ნიშნის გამოსწორების საშუალება ყველა მოსწავლისთვის. თუმცა განსხვავებული პროცედურების გავლა უწევს IX კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც ასრულებენ სავალდებულო საბაზო საფეხურს, გადიან ზოგადი განათლების სისტემიდან და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება.

ა) 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს  შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისი ქვეპუნქტით  განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203