„მასწავლებლების ხელფასების ზრდა შეუფერხებლად გაგრძელდება“ - განათლების სამინისტრო შემცირებულ ბიუჯეტზე
17-06-2020

დიდი ხანი არაა, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მთავრობამ ქამრების შემოჭერა გადაწყვიტა. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება დაახლოებით 127 მლნ ლარით და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, განათლების სამინისტროს მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ისაა, შეეხება თუ არა ეს ყველაფერი პედაგოგების ხელფასებს?

მართალია, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა რადიოეთერში განაცხადა - „ყველანაირად შევეცდებით, მსგავსი რამ არ მოხდეს და პედაგოგების ანაზღაურება ამ მიმართულებით არ იყოს ხელშეუხებელი“... მაგრამ საკითხავია - ასეთი კომენტარი რამდენად შეიძლება სიმშვიდის საფუძველი იყოს?

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება პირდაპირ ადრესატთან - განათლების სამინისტროში გადაწყვიტა. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ მიუხედავად განათლების სამინისტროს შემცირებული ბიუჯეტისა, პედაგოგების ხელფასებზე ეს ყველაფერი არ აისახება: „ეს საკითხი არც კი განიხილება და მასწავლებლის ხელფასის ზრდაც კი, რომელიც რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი, შეუფერხებლად მოხდება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203