მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდები 18 ივნისიდან იწყება - იხილეთ განრიგი
16-06-2020

მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდები 18 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის, ცენტრალიზებულად, ელექტრონული ფორმით, ჩასატარებელი გამოცდების განრიგი, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დამტკიცდა.

სამინისტრო მე-12 კლასის ექსტერნატის გამოცდების ჩატარების განრიგსაც აქვეყნებს: 

ქართული ენა და ლიტერატურა - 18 ივნისი
I სესია - 10:00 საათი
II სესია - 13.00 საათი

მათემატიკა - 19 ივნისი
I სესია - 10:00 საათი
II სესია - 13.00 საათი

ისტორია - 22 ივნისი
I სესია - 10:00 საათი
II სესია - 13.00 საათი

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება - 23 ივნისი
I სესია - 10:00 საათი
II სესია - 13.00 საათი

ინგლისური ენა - 24 ივნისი
I სესია - 10:00 საათი
II სესია - 13.00 საათი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203