„ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში ვარიანტების რაოდენობა გაიზარდა“ - სოფიო გორგოძე
21-06-2020

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანს ვარიანტები დაემატა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ etaloni.ge-ს განუცხადა, საგნის ვარიანტების გაზრდა სესიების რაოდენობის ცვლილებამ განაპირობა.

„გარკვეულ საგნებში გამოცდის ვარიანტების რაოდენობა გაიზარდა. ამის მიზეზი სესიების რაოდენობის მომატებაა.

ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმის თქმისგან, კონკრეტულად რომელ საგნებზე გაიზარდა ვარიანტები, რადგან არ მინდა რომელიმე საგანი შემეშალოს ან გამომრჩეს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით ზოგ საგანში ერთი ვარიანტით მეტი იქნება, ზოგში - ორი ვარიანტით“, - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

იხილეთ ასევე:

ეროვნული გამოცდების სესიების და დღეების რაოდენობა გაიზარდა - გამოცდები 24 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება

ეროვნული გამოცდების განრიგი გამოქვეყნდა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203