სწავლა 1 სექტემბერს დაიწყოს, სწავლების ფორმატი კი სკოლებმა თავად აირჩიონ - მოაწერთ თუ არა ხელს პეტიციას?
19-06-2020

სასწავლო წელი დაიწყოს 1 სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ - აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ პეტიცია შექმნა.

იმისათვის, რომ საკითხი მთავრობის სხდომაზე განიხილონ, ხელმომწერთა რაოდენობა 30 დღეში 10 000 უნდა იყოს. პეტიცია 16 ივნისს შეიქმნა და ამ დროისთვის 65 ადამიანი აწერს ხელს. 

თუ თქვენც ეთანხმებით წაყენებულ მოთხოვნებს, ხმის მიცემა შეგიძლიათ ბმულზე.

პეტიციის შინაარსი ასეთია:

„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს!

  1. 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყოს 2020 წლის 1 სექტემბერს;
  2. თუ მოხდა კოვიდ ვირუსის გავრცელება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას:

ა) სრულად დისტანციურ რეჟიმში;

ბ) შერეულ რეჟიმში: ნაწილი დისციპლინები დისტანციურად და ნაწილი ჩვეულებრივ. ამ გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლებელია კლასების გაყოფა და მოსწავლეების დღეგამოშვებით დაბარება, სმენებში გადანაწილება და ა.შ. სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მათთვის კომფორტული სქემის შედგენა.

გ) გააგრძელებენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით“.

ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203