მშობლები ბაღებში ბავშვებს საიტის ხარვეზის გამო ვერ არეგისტრირებდნენ - რას ამბობს სააგენტო? 
19-06-2020

თბილისის საბავშვო ბაგა ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია დღეს 12 საათზე უნდა დაწყო, თუმცა საიტი გათიშული იყო და მშობლები ბავშვის დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ. 

ტექნიკური ხარვეზი ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც etaloni.ge -ს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს, საიტი მომხმარებლების დიდი რაოდენობის გამო გადაიტვირთა და რეგისტრაციის ბმულს მომხამარებელს ეტაპობრივად უხსნის. არადა, რეგისტრაცია დასწრებითობის პრინციპზეა დაფუძნებული.

სააგენტოს მონაცემებით, რეგისტრაციის დაწყებიდან 10-15 წუთში უკვე ათასი აღსაზრდელი დარეგისტრირდა.


რეგისტრაციის ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203