ტრენინგები და სემინარები დასაშვები ხდება - სად და როგორ შეიძლება ამ აქტივობების ჩატარება?
19-06-2020

სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ღია სივრცეში დასაშვები ხდება - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე დასაშვები ხდება ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად, რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი-საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 14 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203