10-კაციანი სასკოლო ექსკურსიები დაუშვეს - რა რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ სკოლებს?
19-06-2020

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, ოღონდ ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე მიიღეს და ლოგიკურად გაჩნდა კითხვა - დასაშვები ხდება თუ არა სასკოლო ექსკურსიები?!

Etaloni.ge კითხვაზე პასუხის მისაღებად, შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ სასკოლო ექსკურსიები დაშვებული გახდა, თუმცა ამ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ტურისტებისთვის შემუშავდა. მაგალითად, ის, რომ აუცილებელია თერმოსკრინინგი და გარდა ამისა:

დახურულ სივრცეში  (ამ შემთხვევაში, ტრანსპორტში) სავალდებულოა ნიღბის ტარება;

სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმუმ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხით;

გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით; 

მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი...

შსს-ს ინფორმაციით, დანარჩენი დეტალები ჯანდაცვის სამინისტროსთან არის გასავლელი.

ცხელ ხაზზე ასევე გვიპასუხეს, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა 10 ადამიანზე და მძღოლის ჩათვლით, გადასაყვანი პირების რაოდენობა მოცემულ ციფრს არ უნდა აღემატებოდეს, გამოდის, სასკოლო ექსკურსიაზე მასწავლებელი და მხოლოდ 8 მოსწავლე თუ შეძლებს წასვლას და ისიც ტურისტულად. ეს კი მრავალრიცხოვანი კლასების შემთხვევაში, ყოვლად წარმოუდგენელია; მითუმეტეს, ჩვენ ქვეყანაში სასკოლო ექსკურსიების ტრადიციული ფორმა მკვეთრად განსხვავებულია და ყოვლად ეწინააღმდეგება არსებულ რეკომენდაციებს...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203