მხოლოდ ათი ადამიანი, პირბადით და ხელთათმანით - რა წესების დაცვით აბრუნებენ სახელმძღვანელოებს მოსწავლეები?
20-06-2020

პანდემიის გამო სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ არაერთი კითხვა გააჩინა და მათ შორის, სასწავლო წლის დასასრულისთვის ერთ-ერთი აქტუალური გახლდათ, როდის და როგორ შეძლებდნენ მოსწავლეების წიგნების ჩაბარებას.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები სასკოლო წიგნებს სექტემბერში დააბრუნებდნენ და ამის შესახებ etaloni.ge უკვე წერდა; თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მოცემულობა შეიცვალა და ახლა, სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, მოსწავლეები ვალდებულები არიან, სახელმწიფო ქონება დააბრუნონ, მაგრამ აქაც გარკვეული რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი:

წიგნის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა, ერთ ჯერზე, ათ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს;

დახურულ სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება და ასევე პირს, რომელიც წიგნს დააბრუნებს, უნდა ეკეთოს ხელთათმანი.

საქართველოს სკოლებში წიგნების ჩაბარების პროცესი უკვე დაიწყო და როგორც გავარკვიეთ, დამრიგებლები ცდილობენ, ეს მშობლების ხელით მოხდეს, რადგან, რაც უნდა ვისაუბროთ, ბავშვებს სოციალური დისტანციის დაცვა ელემენტარულად გაუჭირდებათ მაშინ, როდესაც დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203