გრიფირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული და მეშვიდე და მერვე კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების სია უკვე ცნობილია. აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდა.
დოკუმენტიდან ვიგებთ, რომელ სახელმძღვანელოებს მიენიჭა გრიფი და რომელს ეთქვა უარი გრიფირებაზე.
გაეცანით სახელმძღვანელოებს, რომლებსაც გრიფი მიენიჭა.
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი კი რომელსაც გრიფის მინიჭებაზე უარი ეთქვა იხილეთ აქ: დანართი
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების მაკეტებისათვის გრიფის მინიჭების შესახებ, მიხეილ ჩხენკელის ბრძანება 19 ივნისს გამოქვეყნდა.