ეკატერინე დგებუაძის კომენტარი სასწავლო წლის დაწყებისა და სკოლებში დაბრუნების შესახებ - რაზე მუშაობს განათლების სამინისტრო?
23-06-2020
ჩვენი მიზანია სასწავლო პროცესი დაიწყოს და მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს - ეს განცხადება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა. მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

„განათლების სამინისტრომ დაასრულა სასწავლო პროცესი 2019-20 წლის და დაიწყო მუშაობა ახალი სასწავლო წლისთვის მზადებისთვის. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჩვენ ვამზადებთ, ვათანხმებთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისად, განათლების სამინისტრო დღეს პროცესში იმყოფება, სხვადასხვა სცენარს ამუშავებს და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ჩვენი მიზანია სასწავლო პროცესი დაიწყოს და მოსწავლეები დაუბრუნდნენ საკლასო ოთახებს. თუ გარკვეული გამოწვევების წინაშე დავდგებით, ჩვენ გვექნება სხვადასხვა ვერსია, რომელსაც შევთავაზებთ მოსწავლეებს. შესაბამისად განათლების სამინისტრო ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“,- განაცხადა დგებუაძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203