თუ გამოცდის მიმდინარეობისას თქვენ მიმართ დაირღვა წესები ან ტესტირების პროცედურები მაშინ ასე უნდა მოიქცეთ...
04-07-2020

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებს სულ მცირე დრო რჩებათ. კორონავირსუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აბიტურიენტებს არაერთი რეკომენდაციის გათვალისწინება უწევთ.  იმავდროულად, მნიშვნელოვანია ისიც, აბიტურიენტებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდის მიმდინარეობისას მათ მიმართ დაირღვა დადგენილი წესები ან ტესტირების პროცედურები.

etaloni.ge - გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართოთ და რა ვადებში თქვენი უფლებების დარღვევის შესახებ:

„ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტმა გამოცდის დღის 21:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართოს (ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე განაცხადი) იმ საგამოცდო ცენტრის ადმინისტრაციას, სადაც ჩააბარა გამოცდა. განცხადება საპრეტენზიო კომისიას გადაეცემა არაუგვიანეს მომდევნო დღისა და განიხილება განაცხადის მიღებიდან ხუთი დღის ვადაში. პასუხს განმცხადებელი გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში შეიტყობს“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება - წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებაზე უნდა დაიცვან 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203