მასწავლებელთა გამოცდა ზაფხულში აღარ ჩატარდება - რატომ დუმს განათლების სამინისტრო?
24-06-2020

მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა ზაფხულში აღარ ჩატარდება - აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს მასწავლებლებმა მიაწოდეს. 

ეს ვარაუდი შეიძლება აზრს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზაფხულში დაგეგმილი ყველა გამოცდის თარიღები უკვე გამოცხადებულია, გარდა მასწავლებელთა ტესტირებისა. 9 ივნისს, გამოცდების თარიღებთან ერთად, სამინისტრომ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია: „მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს“. მას შემდეგ კი უკვე მესამე კვირა დაიწყო. 

პედაგოგებისგან მიღებული ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ვცადეთ, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებამ ინფორმაცია არც დაგვიდასტურა და არც უარყო

2020 წლის მასწავლებელთა სერტიფიცირების დადასტურების გამოცდაზე 19 600-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა. სწორედ ამდენი ადამიანი ელოდება განათლების სამინისტროსგან გამოცდის ჩატარების გამოცხადების თარიღს ან ინფორმაციას, რომ გამოცდები ზაფხულში აღარ ჩატარდება და გადაიდება, თუმცა, სამინისტროსგან ჯერჯერობით მხოლოდ დუმილს ვიღებთ. 

ამ დრომდე როგორც განათლების სამინისტრო, ისე გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს სტანდარტულ  პასუხს სცემენ, რომ ინფორმაცია გამოცდების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203