ზუსტად, 3 წლის წინ, 2017 წლის, 24 ივნისს საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“-ის ინტელექტ-ჩემპიონატის გრადიოზული ფინალი შედგა. ღონისძიება 2016-2017 სასწავლო წლის ციკლის დაგვირგვინება გახლდათ და ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდა.
საფინალო ღონისძიებას პროექტის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა.
1176 კაცზე გათვლილმა საზაფხულო თეატრმა, 2000-ზე მეტი მაყურებელი დაიტია. ხალხმრავლობის გამო ღონისძიებას გულშემატკივრების ნაწილი ფეხზე მდგომი ადევნებდა თვალს. „ეტალონის“ საზეიმო ფინალს საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ესწრებოდა.
გრანდიოზულ ღონისძიება-კონკურსზე 83 მონაწილეს შორის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის სკოლის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი გახდა. ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.
2017 წლის „ეტალონი“ მოსწავლე ვახტან ჩაჩხიანი დღეს უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერისიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია და როგორც ახლა იხსენებს „ეტალონის“ ფინალზე მიღებული ემოციები მისთვის დღემდე წარუშლელია. ჩაჩხიანი პროექტში მონაწილეობას ყველა მოსწავლეს ურჩევს:
„ეტალონის ფინალს რომ ვიხსენებ ახლაც ისეთივე ემოცია მეუფლება, როგორიც მაშინ მქონდა, როცა გამარჯვებულად ჩემი სახელი დაასახელეს. ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვიყავი. ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში „ეტალონმა“ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში, პირველ რიგში, უფრო მეტად ამიმაღლა მოტივაცია, უფრო მეტი შესაძლებლობა გამიხსნა და ფართო ასპარეზი მომცა განვითარების თვალსაზრისით.
მოსწავლეებს ვურჩევდი აუცილებლად მიიღონ „ეტალონში“ მონაწილეობა. ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაში ეხმარება, შანსს აძლევს, რომ თავიანთი თავი ფართო საზოგადოებას გააცნონ. მნიშვნელოვანია ისწავლონ და ეს ცოდნა ყველა საშუალებით გამოავლინონ, „ეტალონი“ კი მათ სწორედ ამის საშუალებას აძლევს მათ“ - აღნიშნავს ვახტანგ ჩაჩხიანი.
„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრების გარეშე არ ჩაუვლია. საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ - ცაგერის ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან არსებული ქართული ცეკვის სახალხო ანსამბლი „ლეჩხუმი“; ასევე ბათუმელმა მომღერლებმა მზია გოგიტიძემ და გელა გათენაძემ შეასრულეს სიმღერა „ახალი ბათუმი“, მაყურებლის წინაშე წარსდგა ქობულეთელი ბექა გუნთაიშვილი, რომელმაც ლექსი „საქართველო“ წაიკითხა.
„ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა ინტელექტ-შეჯიბრის საზეიმო ფინალზე ხალხმრავალი სელფი გადაიღო.
ღონისძიების პარტნიორები იყვენენ: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.
იხილეთ ვიდეო: