პრაქტიკოსი მასწავლებლები სისტემაში კიდევ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დარჩებიან. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლი წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას“, - აღნიშნა დგებუაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ: პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდებს შემოდგომით ჩააბარებენ - მაძიებლების ტესტირება კი 22 ივლისს დაიწყება