ზაფხულში გამოცდას უფროსი მასწავლებლებიც ჩააბარებენ
05-07-2020

ზაფხულში გამოცდას ის უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებიც ჩააბარებენ, რომელიც სხვა საგანში სურთ კომპეტენციის დადასტურება. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ივლისში გამოცდის ჩაბარებას მასწავლებლობის მსურველები და მაძიებელი სტატუსის მქონე პედაგოგები შეძლებენ. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა შემოდგომამდე გადავადდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შემოდგომაზე მოუწევთ გამოცდის ჩაბარება სპეცმასწავლებლებსაც, ვინაიდან მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა 22 ივლისს და იწყება და 30 ივლისის დასრულდება.

იხილეთ ასევე: პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდებს შემოდგომით ჩააბარებენ - მაძიებლების ტესტირება კი 22 ივლისს დაიწყება

პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლა ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203