პროფესიული განათლების სტუდენტებს მალე ევროპის ქვეყნებში დასაქმება შეეძლებათ - გიორგი გახარია
27-06-2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განათლების სფეროს მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდა მსურველებისთვის და მალე პროფესიული განათლების მქონენი ევროპის ქვეყნებში დასაქმებას შეძლებენ.

„პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაციის დებულებებში შევიდა ცვლილებები, რომლებიც მისცემს ჩვენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას, რომ მიიღონ ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტორიზაციის ნორმები, რაც მისცემს ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობას, მას შემდეგ, რაც დაასრულებენ პროფესიული განათლების დაწესებულებებს, ღირსეულად იმუშაონ საქართველოს გარეთაც ევროპის იმ ქვეყნებში, რომელი აკრედიტაციაც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ.

ახალი კოლეჯები აშენდა კასპში და შუახევში, ხოლო ხულოში გაიმართა ფილიალი ზესტაფონის სამშენებლო კოლეჯისა. პროფესიული განათლების პრობლემა ყოველთვის იყო ის, რომ მოსწავლეები საცხოვრებელი ხარჯებიდან გამომდინარე ვერ მიდიოდნენ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, ეს იყო ყოველთვის პრობლემური, ამიტომ ჩვენ პროფესიული განათლება უფრო და უფრო უნდა დავუახლოვოთ მომხმარებელს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203