საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრი გაკონტროლდება - რა შეზღუდვები ექნებათ აბიტურიენტების გულშემატკივრებს?
28-06-2020

გაკონტროლდება თუ არა საგამოცდო ცენტრის გარე პერიმეტრი და მოუწევთ თუ არა გულშემატკივრებს პირბადეების გაკეთება ან დისტანციის დაცვა - etaloni.ge-ს კითხვებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საპატრულო პოლიციასთან ერთად შეეცდებიან საგამოცდო ცენტრის გარე პერიმეტრი გააკონტროლონ და გულშემატკივართა შეჯგუფება არ დაუშვან.

"რაც შეეხება გარე პერიმეტრის გაკონტროლებას, თქვენ იცით რომ უამრავი უწყებაა ჩართული გამოცდების ჩატარების ორგანიზებაში და როგორც წესი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და გარე პერიმეტრის გაკონტროლება ევალება საპატრულო პოლიციას. შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ისინი ჩვენს თანამშრომლებთან ერთად ეცდებიან მოუწოდონ გულშემატკივრებს რომ დაიცვან დისტანცია და არ მოხდეს შეჯგუფებები", -განაცხადა სოფიო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203