ახალციხის N7 სკოლის ორიგინალური ღია გაკვეთილი ბუნებაში - ვიდეო
14-09-2017
ახალციხის N7 სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგმა ჟუჟუნა კუპრაძემ მე-6 კლასის მოსწავლეებს ბუნებაში ორიგინალური ღია გაკვეთილი ჩაუტარა. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და მასწავლებლის კითხვებს სხარტად სცემდნენ პასუხებს.

აღსანიშნავია, რომ ამ კლასში 3 მოსწავლეა, აქედან 2 - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

''ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩავატარეთ, ვიდეოც გადავიღეთ და თქვენი საიტის მეშვეობით ყველას შეუძლია ნახოს. ვფიქრობ, მოგეწონებათ მოსწავლეების პასუხები,'' - აღნიშნა ჟუჟუნა მასწავლებელმა.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203