განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის/აბიტურიენტებისთვის რიგგარეშე მობილობას აცხადებს.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები 7 ივლისს გამოქვეყნდება.
„ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა განხორციელდება გამარტივებული წესით (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად). მობილობის პროცესის ადმინისტრირებისთვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2020 წლის 7 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით.
რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მიიწეროთ ელექტრონულ მისამართზე:info@emis.ge
ბრძანება
ხშირად დასმული კითხვები