რატომ არ გადაუვადეს გამოცდა მაძიებელ პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს - მინისტრის მოადგილის განმარტება
29-06-2020

რატომ არ გადაუვადდათ გამოცდა მასწავლებლობის მსურველებსა და მაძიებელ მასწავლებლებს? - აღნიშნულის შესახებ განმარტება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ გააკეთა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მასწავლებლობის მსურველებს ზაფხულში გამოცდის ჩაბარების შემდგომ შესაძლებლობა ექნებათ შემოდგომიდან მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე ისწავლონ და დრო აღარ დაკარგონ.

„მასწავლებლობის მსურველებს და მაძიებელ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ზაფხულში მიეცემათ. ზაფხულის პერიოდში იმ ადამიანებს, რომლებსაც გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ, მათი სურვილიდან გამომდინარე შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას, შემოდგომაზე გახდნენ სტუდენტები. სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შეეძლებათ გაიარონ ეს პროგრამა და 2021 წლის ბოლოს მათ უფროსი პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ“, - განაცხადა დგებუაძემ.

მისივე განმარტებით, მაძიებელ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარების შემდეგ ეძლევათ სკოლაში შესვლის უფლება და 2 წლიანი ვადა იმისთვის, რომ წარმატებით გაიარონ მაძიებლის პროგრამა და მიიღონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი:

„ასევე, ის მაძიებელი მასწავლებლები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში ჩააბარებენ საგანს, შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ნებისმიერ სკოლაში და 2 წლის განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მაძიებლობის პროგრამაში ფარგლებში დაადასტუროს პროფესიული უნარები და პროგრამის შემდგომ მიენიჭება უფლება გახდეს უფროსი მასწავლებელი“.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკოს პედაგოგები, შემოდგომაზე გავლენ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე. ამასთან იმ შემთხვევაში თუ ისინი ვერ დაადასტურებენ კომპეტენციას სკოლა შრომით ხელშეკრულებას 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს.  

იხილეთ ასევე: პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდებს შემოდგომით ჩააბარებენ - მაძიებლების ტესტირება კი 22 ივლისს დაიწყება

სპეცმასწავლებლებს პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსი მიენიჭათ - მთავრობის გადაწყვეტილება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203