ტრენინგ ცენტრები 1 ივლისიდან იხსნება, პროფესიული სასწავლებლების გახსნისთვის კი მუშაობა იწყება
29-06-2020

1 ივლისიდან საქართველოში გარკვეული შეზღუდვები იხსნება და პირველ რიგში, ეს ტრენინგ-ცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებს ეხება, - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

„პირველი ივლისიდან იხსნება ტრენინგ ცენტრები და პროფესიული სასწავლებლების გახსნის მიმართულებითაც დაიწყება მუშაობა. ამ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ ერთ-ერთ ტელევიზიაში სტუმრობისას და განმარტა, რომ შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შემოწმებულ სასწავლებლებს მოეხსნება შეზღუდვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203