6 პედაგოგი, რომლებსაც მინისტრმა სტატუსი აუმაღლა - რომელ სკოლებში ასწავლიან დაწინაურებული მასწავლებლები?
30-06-2020

6 მასწავლებელს სტატუსი აუმაღლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ღვაწლმოსილ პედაგოგებს სტატუსი განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების, ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიენიჭათ. 

იხილეთ სია:

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მასწავლებელს - ტოლია კილასონიას მიენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი;

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს - კობა ტალახაძეს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მასწავლებელს - კახაბერ ფარცვანიას მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ქალაქ თბილისის N60 საჯარო სკოლის მასწავლებელს - რუსუდან მინაშვილს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელს - ზურაბ ჯუშოშვილს მიენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი;

ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა - მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მასწავლებელს - გიორგი ლომიძეს მიენიჭა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203